მთავარი / სიახლეები / პოზიტიური ნიშნები დეპაის ტრანსფერზე

პოზიტიური ნიშნები დეპაის ტრანსფერზე

ტურინის „იუვენტუსი“ „ბარსელონას“ თავდამსხმელის, მემფის დეპაის ტრანსფერს უახლოვდება.

რომეო აგრესტის ინფორმაციით, ნიდერლანდელი თავდამსხმელის აგენტებსა და ტურინელებს შორის პოზიტიური კონტაქტია და კონტრაქტიც მზადაა. დეპაის „იუვე“ ორწლიან ხელშეკრულებას სთავაზობს.

თუმცა, ტრანსფერისთვის საჭიროა, რომ „ბარსელონამ“ ფეხბურთელს კონტრაქტი გაუწყვიტოს. ასეთ შემთხვევაში „იუვენტუსი“ მის დამატებას უფასოდ შეძლებს. საინტერესოა, რომ „ბებერ ქალბატონს“ საკომისიოს გადახდა არც აგენტებისთვის მოუწევს.

მემფის დეპაი „ბარსელონას“ გეგმებში არ შედის და კლუბს ისედაც ტრანსფერზე ჰყავს დაყენებული. ამდენად, მისი კლუბიდან უფასოდ გაშვების შანსიც საკმაოდ მაღალია.

შემთხვევითი სიახლე

ანტონიო კონტე ტურინში შენიშნეს, მას “იუვეს” უკავშირებენ

იტალიელი ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი იტყობინება, რომ ანტონიო კონტეს „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელად განიხილავენ. კონტე ორი დღის …

რანიერი: “იუვეს” ფეხბურთელებს თამაშის სიხარული არ აქვთ”

„იუვენტუსის“ შესახებ კომენტარი კლაუდიო რანიერიმ გააკეთა და განაცხადა, რომ ფეხბურთელებს თამაშის სიხარული არ ეტყობათ. „რაც …