ანხელ დი მარიას შემდეგ ტურინში პოლ პოგბა ჩაფრინდება. ფრანგმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც თვითმფრინავშია და აშკარაა, რომ ტურინში ბრუნდება.
„დროა! მალე შევხვდებით“, – ამბობს პოგბა ვიდეოში, თანაც, „მალე შევხვდებით“ – იტალიურ ენაზე, რაც ნიშანდობლივია.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ პოლ პოგბას უფასოდ იბრუნებს. ის სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს. ფრანგი „იუვეს“ ღირსებას 2012-2016 წლებში უკვე იცავდა და 178 შეხვედრაში 34 გოლი გაიტანა.
View this post on Instagram