მთავარი / სიახლეები / პოგბა: “იუვეში” დასაბრუნებლად შესაფერისი მომენტი იყო”

პოგბა: “იუვეში” დასაბრუნებლად შესაფერისი მომენტი იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა პოლ პოგბამ იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვეში“ დაბრუნებისთვის ახლა შესაფერისი მომენტი იყო.

„მომწონს ფიქრი და იმის თქმა, რომ ჩემმა გულმა არჩევანი გააკეთა. ალბათ, შესაფერისი დრო იყო დასაბრუნებლად. მანჩესტერში ბოლო სამი წელი ტრავმებითაც იყო განპირობებული, არ იყო ისეთი, როგორც მინდოდა, ეს საიდუმლო არაა. გარდა ამისა, „იუვეს“ ბოლო ორი წელი სკუდეტო არ მოუგია და ეს ორივესთვის შესანიშნავი გამოწვევაა. ალბათ, ეს შესაფერისი მომენტია, რომ ერთად დავიბრუნოთ ის ადგილი, რომელიც მე და „იუვეს“ გვეკუთვნის. მე ყოველთვის თამაში მინდა და მაქსიმუმის გაღება. ვიცი, რომ ეს მაისური განსაკუთრებულია და აქ საუკეთესო თვისებებს ვავლენ.

ჩვენ ამ გუნდთან ერთად ლამაზი ისტორია დავწერეთ, რომელიც არასოდეს დამვიწყებია, მაშინაც კი, როცა „იუვე“ დატოვე. აქ დაბრუნება ჩემთვის ყოველთვის დამატებითი მოტივაციაა, კარგის კეთებისთვის სტიმული. არასოდეს მეპარებოდა ეჭვი, რომ ეს ჩემი ადგილი იყო.

პირველი პერიოდი „იუვენტუსში“? მაშინ უფრო ახალგაზრდა ვიყავი, არ მქონდა ის გამოცდილება, რაც ახლა მაქვს. პირად ცხოვრებაში გავიზარდე, ორი შვილი მყავს, მეუღლე, ასევე გავიზარდე, როგორც ფეხბურთელი. მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი, ევროპა ლიგა მოვიგე, შესანიშნავ ფეხბურთელებთან და გუნდებთან ერთად.

ახლა უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა ვიკისრო, რომელიც ნაკლებად მქონდა „იუვეში“ პირველ პერიოდში, როცა ახალგაზრდა ვიყავი და ჩემს გვერდით გამოცდილი მოთამაშეები იყვნენ. ახლა ჩემს თავს ვუყურებ და ვფიქრობ, რომ ისეთივე ვარ, როგორც მაშინ პირლო, ბუფონი, კიელინი. ახლა მე უნდა გავაკეთო ის, რაც გააკეთეს „იუვესთან“ მიმართებაში.

ალეგრი? მწვრთნელთან ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, გულწრფელი. ის მიცნობს და ყოველთვის მეხმარებოდა. როცა მანჩესტერში წავედი, კონტაქტი მაშინაც გვქონდა და ხშირად ვსაუბრობდით. კრიტიკა? მოგეხსენებათ, მაღალ დონეზე თამაში რომ დავიწყე, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. მიჩვეული ვარ ჭორებთან ერთად მუშაობას. ეს თამაშის ნაწილია. სპორტსმენები კვირიდან კვირამდე ქებით ან კრიტიკით ვცხოვრობთ, თუმცა, ვიცით, როგორ შევინარჩუნოთ ბალანსი და საქმეზე კონცენტრაცია“, – თქვა პოგბამ.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა ტრავმირებულია და მიმდინარე სეზონში არ უთამაშია.

შემთხვევითი სიახლე

“იუვენტუსმა” იანვარში შესაძლოა დანიელი მცველი დაიმატოს

ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა ბერგამოს „ატალანტასა“ და დანიის ნაკრების განაპირა მცველი იოაკიმ მაეჰლე დაიმატოს. 25 წლის …

რაბიო: “შეიძლება “იუვეში” დავრჩე ან წავიდე, ჯერ დრო მაქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ადრიენ რაბიომ ფრანგულ მედიასთან თავის მომავალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არაფერს გამორიცხავს …