ტურინის „იუვენტუსი“ პოლ პოგბას ტრავმის შემდეგ ნახევარმცველის დამატებაზე ისევ გააქტიურდა. Sky Sport-ის ინფორმაციით, ტურინელთა ინტერესის სფეროში ესპანეთის ნაკრების ადა „ნაპოლის“ ნახევარმცველი ფაბიან რუისი მოხვდა.
ესპანელს „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2023 წელს ეწურება, რომელსაც არ ახანგრძლივებს და რის გამოც, ნეაპოლელები მის გაყიდვას ამ ზაფხულს დათანხმდებიან. რუისით „ვესტ ჰემი“ და „ნიუკასლიც“ არის დაინტერესებული.
„ნაპოლი“ მის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს ითხოვს და ფასდაკლებას არ აპირებს. უცნობია, რამდენად აპირებს „იუვენტუსი“ ამ ფასის გადახდას.
შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბას ტრავმა სერიოზულია და ჯერ უცნობია, მაგრამ შესაძლოა მან 6 თვე ვერ ითამაშოს.