მთავარი / სიახლეები / პოგბას ტრანსფერი “იუვეში” ოფიციალურად ივლისში დადასტურდება

პოგბას ტრანსფერი “იუვეში” ოფიციალურად ივლისში დადასტურდება

პოლ პოგბას „იუვენტუსში“ დაბრუნება გადაწყვეტილია. იტალიური მედიის ინფორმაციით, ფრანგ ფეხბურთელსა და იტალიურ კლუბს შორის ყველა დეტალი შეთანხმებულია.

პოგბა სეზონში 8 მილიონ ევროს მიიღებს და 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. როგორც ცნობილი გახდა, ტრანსფერი ივლისში ოფიციალურად დადასტურდება.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა „იუვენტუსმა“ 2012 წელს „მანჩესტერიდან“ დაიმატა, 178 შეხვედრაში 34 გოლი გაიტანა და შემდეგ „მანჩესტერში“ 105 მილიონ ევროდ გაყიდა. ტურინელები პოგბას ინგლისური კლუბიდან ამჯერადაც უფასოდ დაიბრუნებენ.

შემთხვევითი სიახლე

როველა გვარდიოლას მოსწონს – ვითარება “იუვეს” ნახევარდაცვაში და პერსპექტივები

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ნიკოლო როველა მიმდინარე სეზონს იჯარით „მონცაში“ ატარებს, თუმცა, ის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული …

“იუვენტუსი” 6 დეკემბერს შეიკრიბება, ორი ამხანგური მატჩიც დაიგეგმა

ტურინის „იუვენტუსი“ მსოფლიოს ჩემპიონატით გამოწვეულ თვესა და 3 კვირას გამოიყენებს და შეკრებას გაივლის, რომლის ფარგლებში …