ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა ვარჯიშზე დაშავდა. ფრანგმა ფეხბურთელმა საწვრთნელი პროცესი ექიმებთან ერთად კოჭლობით დატოვა.
ჯერჯერობით უცნობია ტრავმის ზუსტი ხარისხი, მაგრამ იტალიური მედია წერს, რომ მან ტკივილი მარჯვენა მუხლზე იგრძნო, მაგრამ სერიოზული არაფერია და პოლს 1-2 დღე დასვენება მოუწევს. ფრანგმა მოედანი ღიმილით დატოვა, რაც პოზიტიური მოლოდინის საფუძველს იძლევა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ უახლოეს ამხანაგურ მატჩს 27 ივლისს, „ბარსელონასთან“ ჩაატარებს.