პოლ პოგბამ ამერიკა დატოვა და იტალიაში დაბრუნდა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
რომეო აგრესტის ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელი ორთოპედიულ კონსულტაციას გაივლის. ჯერჯერობით უცნობია, გაიკეთებს თუ არა პოგბა მენისკზე ოპერაციას თუ მკურნალობის სხვა გზას აირჩევს.
ისიც არ არის ცნობილი, ზუსტად რამდენი ხანი გაუცდება. სავარაუდოდ, ის მოედანზე 6-8 კვირის განმავლობაში ვერ გავა. შეგახსენებთ, რომ პოგბამ ტრავმა ვარჯიშზე მიიღო.