ტურინის „იუვენტუსს“ სერია A-ში ძალიან მძიმე სეზონი აქვს და ეს ერთი მცირე დეტალიდანაც ნათელია: „იუვემ“ საკუთარ მოედანზე სერია A-ში სამი თამაში წააგო.
„ფიორენტინასთან“ (0:3), „ბენევენტოსთან“ (0:1) და „მილანთან“ (0:3) და საინტერესოა, რომ მასიმილიანო ალეგრის ხუთწლიან პერიოდში ტურინში „იუვე“ სამჯერ დამარცხდა.
2015-2016 წლების სეზონში „უდინეზესთან“ (0:1), 2017-2018 წლების სეზონში კი ორჯერ დამარცხდა „ლაციოსთან“ (1:2) და „ნაპოლისთან“ (0:1).