მთავარი / სიახლეები / პირლომ შესაძლოა “სასუოლო” ჩაიბაროს

პირლომ შესაძლოა “სასუოლო” ჩაიბაროს

ანდრეა პირლომ შესაძლოა „სასუოლო“ ჩაიბაროს. Ansa-ს ინფორმაციით, ეს რეალური ჰიპოთეზაა და „იუვენტუსი“ მზადაა „ნეროვერდის“ პირლოს ხელფასის ნახევარიც გადაუხადოს.

ამის მიზეზი ისაა, რომ ტურინული გრანდის ხელმძღვანელობას სურს, პირლომ სამწვრთნელო გამოცდილება მიიღოს, რომ მომავალში კლუბში დააბრუნოს თუ ამისთვის შესაბამისი საფუძველი ჩაყრილი იქნება.

„სასუოლოს“ სპორტულმა დირექტორმა ეს ცნობა არ დაადასტურა, მაგრამ არც უარყო. კლუბი ახალი მწვრთნელის ძიებაში მას მერეა, რაც გუნდი რობერტო დე ძერბიმ დატოვოს.

შეგახსენებთ, რომ პირლოს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წელი აკავშირებს და მისი გათავისუფლება ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია და პირლოს მასიმილიანო ალეგრი შეცვლის.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …