ტურინის „იუვენტუსი“ მატია პერინს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს. 29 წლის მეკარეს კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, მაგრამ იტალიური მედიის ცნობით, მხარეებმა ყველა დეტალზე შეთანხმებას მიაღწიეს.
პერინი „იუვესთან“ ახალ ხელშეკრულებას 2025 წლამდე გააფორმებს და მეორე მეკარის როლზე თანახმა იქნება.
მიმდინარე სეზონში მატიამ ყველა ტურნირზე 8 მატჩი ჩაატარა. ის „იუვემ“ 2018 წელს „ჯენოადან“ შეიძინა და 2018-2019 წლების სეზონში 9-ჯერ ითამაშა. 2019-2021 წლებში კი ტურინელებს ის „ჯენოაში“ გყავდათ განათხოვრებული, რადგან პერიოდში გუნდში ჯანლუიჯი ბუფონი დაბრუნდა და პერინის ადგილი გუნდში ვეღარ მოიძებნა.