პაულო დიბალა „ჯენოასთან“ გატანილი გოლით „იუვენტუსის“ ყველა დროის ბომბარდირებში რობერტო ბაჯოს გაუთანაბრდა და ლეგენდარულ იტალიელთან ერთად მეცხრე ადგილს იყოფს.
დიბალას „იუვეს“ მაისურით 115 გოლი აქვს გატანილი და ამისთვის მას 290 თამაშის ჩატარება დასჭირდა. თავის მხრივ, ბაჯომ იმავე ნიშნულს უფრო მალე უწია – 200 მატჩში 115 გოლი.
პაულო დიბალას „იუვენტუსში“ კიდევ სამი მატჩი აქვს ჩასატარებელი, შემდეგ კი კლუბის დატოვება მოუწევს, რადგან კონტრაქტს არ უხანგრძლივებენ, რომელიც 30 ივნისს იწურება.