მთავარი / სიახლეები / პარედესი: “დი მარიას ვუთხარი, რომ ჩვენთან მომდევნო სეზონშიც დარჩეს”

პარედესი: “დი მარიას ვუთხარი, რომ ჩვენთან მომდევნო სეზონშიც დარჩეს”

ტურინის „იუვენტუსმა“ ლეანდრო პარედესი მედიის წინაშე წარადგინა და არგენტინელმა ნახევარმცველმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. როგორც მან თქვა, ძალიან ბედნიერია და გუნდის დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს.

„დიდ გუნდში მოვედი, სადაც ძლიერი მოთამაშეები და ძლიერი მწვრთნელი არიან. ბევრად უკეთ თამაში შეგვიძლია და ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიმყოფები. იმედი მაქვს, ყველა მატჩში ჩემს წვლილს შევიტან.

ყოველთვის ვეცდები, 100% გავიღო, რასაც მწვრთნელი ითხოვს და მზად ვიყო გუნდის დასახმარებლად. მას მერე, რაც გავიგე, რომ ანხელ დი მარია აქ გადმოდიოდა, დავიწყეთ ჩემს აქ გადმოსვლაზეც საუბარი. ოჯახებით ვსაუბრობდით. შანსი არსებობდა და ყველაფერი გავაკეთე, რომ „იუვეში“ გადმოვსულიყავი.

ჯერ მხოლოდ ორი თამაში ჩავატარე და ვერ ვიტყვი, რა შეიცვალა. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მე ძალიან გავიზარდე, როგორც ფეხბურთელი და ადამიანი უფრო მომწიფებული ვარ, მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. მწვრთნელი ითხოვს, რომ ვერტიკალურად ვითამაშო და სწორედ ამას ვცდილობ. „იუვე“ იმიტომ ავირჩიე, რომ ამ გუნდში თამაში ყოველთვის მსურდა. ბევრჯერ მქონდა ეს შანსი და წელს გამოვიყენე. ეს სწორი გადაწყვეტილებაა, მინდოდა სერია A-ში დაბრუნება.

ყოველთვის ძალიან მშვიდად ვიყავი, კლუბისგან ნდობა მქონდა და ვიცოდი, რომ ტრანსფერი განხორციელდებოდა. ბევრჯერ ვილაპარაკეთ და მეც მშვიდად ვიყავი, ახლა კი ბედნიერი ვარ. მარკიზიომ ტრანსფერამდე მომწერა, უნდოდა, რომ ამ გუნდში მეთამაშა. მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს და მადლობას ვუხდი თავისი სიტყვებისთვის.

პსჟ-თან მატჩი? პირველი 20 წუთის შემდეგ შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ, დავამტკიცეთ, რომ შესანიშნავი გუნდი ვართ და ყველასთან ბრძოლა შეგვიძლია. ვიმედოვნებ, რომ ზრდას გავაგრძელებთ კარგი შედეგების მისაღწევად, მაშინაც კი, როცა ყველაფერი კარგად წავა და თამაშებს მოვიგებთ. პარიზში უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე ფლორენციაში, ჩვენ ძლიერი ფეხბურთელები და ძლიერი მწვრთნელი გვყავს, ნამდვილად ბევრად უკეთ თამაში შეგვიძლია.

„სალერნიტანასთან“ თამაში? ყველა მატჩი მნიშვნელოვანია. იმედი გვაქვს, უკეთ ვითამაშებთ და გავიმარჯვებთ, რაც ყველაზე მთავარია. დი მარია? იმედი მაქვს, რომ ის კიდევ ერთი წელი დარჩება გუნდში. უკვე ორჯერ ვუთხარი, რომ ჩვენთან მომდევნო სეზონშიც დარჩეს, ამიტომ იმედი მაქვს, რომ დარჩება. არგენტინის ნაკრები? ჯერ „იუვენტუსში“ კარგად უნდა ვითამაშო, მუნდიალამდე და მერე როცა დრო მოვა, ეროვნულ ნაკრებზე ვიფიქრებ. ჯერ კლუბთან ერთად მიზნებზე ვფიქრობ და მერე ნაკრებზეც ვიფიქრებ“, – თქვა პარედესმა.

შეგახსენებთ, რომ ლეანდრო პარედესი „იუვენტუსის“ ერთწლიანი იჯარით და 15 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა.

შემთხვევითი სიახლე

მარკიზიო: “ვერ ვიგებ, რატომ უჭირს “იუვეს” პატარა გუნდებთან თამაში”

ტურინის „იუვენტუსის“ შესახებ კლაუდიო მარკიზიომ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მისთვის გაუგებარია, რატომ უჭირს „იუვეს“ …

“იუვენტუსის” წლიური ანგარიში და სარეკორდო ოდენობის ზარალი

ტურინის „იუვენტუსის“ დირექტორთა საბჭომ წლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რის შედეგადაც, გაირკვა, რომ კლუბმა სარეკორდო ზარალი განიცადა. …