ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ და ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა „მილანთან“ მატჩის შემდეგ იკამათეს.
მიზეზი ანდრეა პირლო გახდა. როგორც იტალიური მედია იტყობინება, ინციდენტი „ალიანც სთედიუმის“ ავტოსადგომზე მოხდა, სადაც მხარეები ხმამაღლა კამათობდნენ პირლოს მომავალთან დაკავშირებით.
პარატიჩი ანდრეას გათავისუფლების მომხრე ყოფილა და მოითხოვდა, რომ სეზონის ბოლომდე გუნდი იგორ ტუდორს გაეწვრთნა, ხოლო ნედვედი პირიქით – პირლოს პოზიციას იჭერდა და გუნდში სეზონის ბოლომდე მისი დარჩენის მომხრე იყო.
შეგახსენებთ, რომ ანდრეა პირლო ჯერჯერობით ინარჩუნებს მთავარი მწვრთნელის პოსტს და დიდი ალბათობით, სეზონის ბოლომდე არაფერი შეიცვლება.