პაოლო მონტერო შესაძლოა ტურინის „იუვენტუსში“ დაბრუნდეს და 19-წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდეს.
იტალიური მედიის ცნობით, გარიგება პრაქტიკულად შეთანხმებულია და ურუგვაელი მწვრთნელის დანიშვნის ინფორმაცია უახლოეს ხანში გაოფიციალურდება.
პაოლო მონტერო „იუვენტუსში“ 1996-2005 წლებში თამაშობდა და 278 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა. სამწვრთნელო კარიერაში პაოლო „ბოკა ხუნიორსში“, „კოლონში“, „როსარიო სენტრალში“, „სამბენედტეზესა“ და „სან ლორენსოში“ მუშაობდა.