მთავარი / სიახლეები / ოფიციალურად: მილიკი “იუვენტუსის” ფეხბურთელია

ოფიციალურად: მილიკი “იუვენტუსის” ფეხბურთელია

როგორც მოსალოდნელი იყო, არკადიუშ მილიკი „იუვენტუსის“ ფეხბურთელია, ახლა უკვე ოფიციალურად. პოლონელი ტურინულ გრანდს „მარსელიდან“ იჯარით და 2 მილიონ ევროდ შეუერთდა.

„იუვეს“ 28 წლის ფეხბურთელის გამოსყიდვა გაისად 8 მილიონ ევროდ შეეძლება, ხოლო მისი ხელფასი 3.5 მილიონი ევრო იქნება.

მილიკი „მარსელში“ 2020 წლიდან თამაშობდა და 55 თამაშში 30 გოლი გაიტანა. 2016-2020 წლებში ის „ნაპოლის“ წევრი იყო, რომლის რიგებში 122 შეხვედრაში 48 გოლი გაიტანა. მანამდე მან „აიაქსში“ ითამაშა შედეგიანად (76 მატჩი, 47 გოლი), ხოლო კარიერის სტარტზე „აუგსბურგის“, „ლევერკუზენისა“ და „გურნიკის“ წევრი იყო. პოლონეთის ნაკრებში მილიკს 62-ჯერ უთამაშია და მეტოქეები 16-ჯერ დაამწუხრა (ორჯერ საქართველოს წინააღმდეგ გაიტანა).

არკადიუშ მილიკი „იუვენტუსმა“ დუშან ვლაჰოვიჩის შემცვლელად დაიმატა. მასიმილიანო ალეგრი სერბს პირველ ფორვარდად განიხილავს, მაგრამ სურდა ფეხბურთელი, რომელიც სეზონის განმავლობაში მის შეცვლას საჭიროების შემთხვევაში მოახერხებდა და მილიკიც ამ მიზნით დაიმატეს. ის “იუვენტუსში” 14-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

შემთხვევითი სიახლე

ზაკარია: “იუვე” ძალიან უკნიდან თამაშობდა, ალეგრისთან კონტაქტი თითქმის არ მქონდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა დენის ზაკარიამ განაცხადა, რომ იტალიაში მისი სტილისთვის შესაფერისი ფეხბურთი არ არის, …

დე ლიხტი: “ბაიერნს” ჩემპიონთა ლიგის მოგების უფრო დიდი ამბიცია აქვს, ვიდრე “იუვეს”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა მატაის დე ლიხტმა განაცხადა, რომ მისი კარიერისთვის „ბაიერნში“ გადასვლა წინ გადადგმული …