ტურინის “იუვენტუსმა” ალვარო მორატასთან ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა. ტურინული გუნდის ვებგვერდის ცნობით, ესპანელი “ალიანც სთედიუმზე” 2021-2022 წლების სეზონშიც ითამაშებს.
მორატას იჯარა 30 ივნისს იწურებოდა, მაგრამ “ატლეტიკოსთან” შეთანხმების საფუძველზე, ის ერთი წლით განახლდა. გარიგების ღირებულებამ 10 მილიონი ევრო შეადგინა.
ალვარო მორატას “იუვეში” 2014-2016 და 2020-2021 წლებში 137 თამაშში 47 გოლი აქვს გატანილი და 27-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო გასულ სეზონში 44 შეხვედრაში 20 გოლით და 12 შედეგიანი გადაცემით გამოირჩა.
UFFICIALE | Rinnovato fino al 2022 il prestito di @AlvaroMorata!#Morata2022 ❤️
— JuventusFC (@juventusfc) June 15, 2021