ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ნიკოლო როველა „მონცაში“ ითამაშებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ნიკოლო „მონცას“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე მშრალი იჯარით და გამოსყიდვის უფლების გარეშე შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გაისად ის „იუვეში“ დაბრუნდება და დამკვიდრებას ეცდება.
ნიკოლო როველა “იუვენტუსმა” წელიწადნახევრის წინ “ჯენოადან” შეიძინა და გენუურ კლუბში ჰყავდა განათხოვრებული. მიმდინარე ზაფხულს ის ტურინში დაბრუნდა, პრესეზონი გუნდთან ერთად გაიარა და სერია A-ს ამ სეზონში სამივე შეხვედრაში შეცვლაზე ითამაშა.
თუმცა, ვინაიდან ლეანდრო პარედესის ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია, ნიკოლომ სათამაშო პრაქტიკა და გამოცდილება რომ მიიღოს, მიმდინარე სეზონს “მონცაში” გაატარებს.
UFFICIALE | Nicolò Rovella in prestito al @ACMonza fino al 30 giugno 2023.
Buona fortuna, Nico 💪🏻 pic.twitter.com/2F9dHSM5ya
— JuventusFC (@juventusfc) August 31, 2022