ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ლუკა პელეგრინი ფრანკფურტის „აინტრახტში“ გადავიდა. ინფორმაცია ტურინელთა ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
იტალიელი ფეხბურთელი გერმანულ კლუბს ერთწლიანი იჯარით შეუერთდა. მიუხედავად იმისა, რომ “იუვეს” დაცვის მარცხენა ფლანგზე მხოლოდ ალექს სანდრო დარჩა, იტალიური მედიის ცნობით, კლუბი პელეგრინის შემცვლელის დამატებას არ აპირებს.
ლუკამ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 21 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანა. ის „იუვემ“ 2019 წელს „რომადან“ დაიმატა, თუმცა, იჯარით ჯერ „კალიარიში“ და შემდეგ „ჯენოაში“ ჰყავდა გაშვებული.
In bocca al lupo, Luca! 💪
— JuventusFC (@juventusfc) August 12, 2022