ტურინის „იუვენტუსსა“ და აარონ რემზის შორის კონტრაქტი გაწყდა. მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და თანამშრომლობა შეწყვიტეს. ტურინელთა ვებგვერდმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.
რემზის „იუვესთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა და ამ პერიოდში 7 მილიონი ევრო უნდა მიეღო, მაგრამ ის კლუბის გეგმებში აღარ შედიოდა, ამიტომ, კონტრაქტი გაუწყვიტეს.
რემზიმ გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით „რეინჯერსში“ გაატარა, ხოლო „იუვენტუსში“ 2019 წლიდან ირიცხებოდა და 70 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.
Ufficiale la rescissione del contratto che legava Aaron Ramsey alla Juventus.
In bocca al lupo, @aaronramsey! pic.twitter.com/LV6TPZhv4U
— JuventusFC (@juventusfc) July 26, 2022