მატაის დე ლიხტი „იუვენტუსის“ ფეხბურთელი აღარ არის. ეს ინფორმაცია ახლა უკვე ოფიციალურად დადასტურდა, როგორც ტურინული, ისე მიუნხენური კლუბის მიერ.
დე ლიხტი „ბაიერნში“ 80 მილიონ ევროდ გადავიდა, რასაც ბონუსებიც დაემატება.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ნიდერლანდელი 2019 წელს „აიაქსიდან“ 75 მილიონ ევროდ და ბონუსებად შეიძინა. მას შემდეგ მან შავ-თეთრი მაისურით 117 მატჩში 8 გოლი გაიტანა.
Grazie @mdeligt_04 e buona fortuna per le tue prossime avventure. pic.twitter.com/ergNczbH9s
— JuventusFC (@juventusfc) July 19, 2022