ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა კრიშტიანუ რონალდუს გუნდიდან წასვლა გამორიცხა. როგორც მან თქვა, ის გუნდში რჩება. „უდინეზესთან“ სკამზე დატოვება კი საუკეთესო ფორმაში არყოფნით ახსნა.
„კარგი შეგრძნებები გვაქვს. მწვრთნელმა სტაფმა კარგად ითამაშეს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი გუნდი მხოლოდ 20 დღეა შეკრებილი. თუმცა, დიდი ენთუზიაზმი გვაქვს.
რონალდუ? ეს იყო ფეხბურთელთან შეთანხმებული არჩევანი. სეზონის სტარტია და ყველა ტოპკონდიციაში არ იმყოფება. ეს არის გუნდის სასიკეთოდ მიღებული გადაწყვეტილება. ევროპის ჩემპიონი ჯორჯო კიელინიც სკამიდან იწყებს. რონალდუ „იუვენტუსში“ რჩება. სატრანსფერო ბაზარი? კერუბინიმ უკვე დაიმატა ორი კარგი ფეხბურთელი“, – თქვა ნედვედმა.