ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა განაცხადა, რომ ანდრეა პირლო მთავარი მწვრთნელის პოსტზე რჩება და გუნდს არც კრიშტიანუ რონალდუ დატოვებს.
„სირთულეები არსებობს, ეს ნორმალურია, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. პირლო ნამდვილად რჩება, ასევე კრიშტიანუ რონალდუც“, – თქვა ნედვედმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 12 მაისს, სტუმრად „სასუოლოსთან“ გამართავს.