რატომ გააუქმა არკადიუშ მილიკის გოლი მსაჯმა და VAR-მა? ეს იტალიაში ბოლო დღეების განსახილველი თემაა და Tuttosport-მა მატეო მარჩენაროსა და დანილოს საუბარი გაშიფრა, გოლის გაუქმების შემდეგ.
„აგიხსნი, კარგად აგიხსნი: ბონუჩი ბურთს თავით შეეხო“, – ეუბნება მსაჯი დანილოს. და, თუ ნამდვილად გოლი ამის გამო გააუქმა, კიდევ უფრო დიდ შეცდომასთან გვქონია საქმე, რადგან ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ ბონუჩი, რომელიც უპირველეს ყოვლისა თამაშგარე მდგომარეობაში არ იყო, ბურთს არ შეხებია.
უცნობია, მარჩენარომ ნამდვილად ბურთთან შეხება დაინახა თუ არა და ამის გამო გააუქმა გოლი, მაგრამ თუ ასეა, მაშინ გამოდის, რომ ვერც მან და ვერც ვიდეორეფერიმ მომენტს კარგად არ უყურეს.