ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ლუჩანო მოჯი იტალიის ნაკრების მარცხს გამოეხმაურა.
მოჯის განცხადებით, ეს არის 2006 წლის კალჩოპოლის შედეგი, რომელიც მხოლოდ ერთი გუნდის, „იუვენტუსის“ განადგურებას ემსახურებოდა, მაგრამ კალჩოპოლის შემქმნელებმა მთელი იტალიური ფეხბურთი გაანადგურეს.
„იტალიური ფეხბურთის კრიზისი 2006 წლის კალჩოპოლით დაიწყო. მათ გაანადგურეს „იუვენტუსი“, რომელიც ყოველთვის იყო იტალიური ფეხბურთის და განსაკუთრებით იტალიის ნაკრების წინამძღოლი და შედეგებს ყველა ვხედავთ. ეს ყველაფერი მოხდა მოგებული მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ და მას მერე, მუნდიალზე ორჯერ ჯგუფში ჩავრჩით, ორჯერ კი ფინალურ ეტაპზეც ვერ გავედით“, – თქვა მოჯიმ.