მთავარი / სიახლეები / მოჯი: “პირლოს ბრალი მცირეა, “იუვეს” ამ გუნდის მართვა ძნელია”

მოჯი: “პირლოს ბრალი მცირეა, “იუვეს” ამ გუნდის მართვა ძნელია”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ განაცხადა, რომ ანდრეა პირლოს წარუმატებელ სეზონში ნაკლები ბრალი მიუძღვის და „იუვეს“ ამ გუნდის მართვა ძნელია.

გარდა ამისა, მოჯი ფიქრობს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსი“ გავა, „მილანი“ კი ევროპა ლიგაზე.

„ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა? ამ მომენტში ორი კონკურენტი და ერთი ადგილია; „მილანი“ ან „იუვენტუსი“. ჩემი შეფასებით, მეტოქე გუნდების ძალებიდან გამომდინარე, ვიტყოდი, რომ „ბიანკონერი“ ფავორიტია. სტეფანო პიოლის გუნდი, მიუხედავად იმისა, რომ სეზონი კარგად ჩაატარა, ევროპა ლიგაზე აღმოჩნდება. „მილანმა“ მეტი დაიმსახურა, მაგრამ ბოლო თამაშებში დავალებას ვერ ასრულებდნენ. „კალიარის“ წინააღმდეგ უპირველეს ყოვლისა. შეტევაში მცირე მოძრაობა და უხარისხობა დავინახე.

პირლოს შეცოდმები? ვფიქრობ, მას ძალიან მცირე შეცდომები აქვს. ის იმ დროს მივიდა გუნდში, როდესაც ამაზე არც კი ფიქრობდა, რადგან 23-წლამდე გუნდში იყო დანიშნული. ალბათ, ეს „იუვე“ არ არის სრულყოფილი გუნდი და მისი მართვა ძნელია. გუნდი კონკურენტუნარიანია, მაგრამ ტიტულისთვის სრულყოფილი არ არის, მწვრთნეის ბრალეულობის გარეშე. „ინტერის“ წინააღმდეგ განსხვავებული „იუვენტუსი“ ვნახეთ, ასე რომ ეთამაშა „ბენევენტოსთან“ და „კროტონესთან“ ქულებს არ დაკარგავდა. არიან ფეხბურთელები, რომლებაც ბევრი მოიგეს და შესაძლოა, მათ შიმშილის გრძნობა აღარ აქვთ. გარდა ამისა, ყოველთვის ერთი გუნდი ვერ მოიგებს, მათ კი 9 სკუდეტო მოიგეს. ერთხელ პეტრუჩიმ თქვა, რომ გუნდი, რომელიც ყოველთვის იმარჯვებს, აზიანებს სპორტს. არამგონია ეს ზიანი იყოს, მაგრამ რა თქმა უნდა, ერთფეროვანია“, – თქვა მოჯიმ.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინი: “დროა ხალხი გავაბედნიეროთ”

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ თურქეთის ნაკრებთან შეხვედრის წინ პრესკონფერენეცია გამართა და ევრო 2020-ის …

დელ პიერო: “არ მინდა “იუვეში” მხოლოდ იმიტომ დამაბრუნონ, რომ ძველი დამსახურებები მაქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ იტალიური მედიასთან ისაუბრა. ალექსი სხვადასხვა საკითხებს შეეხო და …