მთავარი / სიახლეები / მოჯი: “გაუგებარია რატომ არის ძირითადში კინი და მილიკი სკამზე”

მოჯი: “გაუგებარია რატომ არის ძირითადში კინი და მილიკი სკამზე”

ლუჩანო მოჯიმ „იუვენტუსი“ – „სალერნიტანას“ მატჩზე კომენტარი გააკეთა და მასიმილიანო ალეგრი გააკრიტიკა. მოჯის აზრით, მოიზე კინის ძირითადში დაყენება და არკადიუშ მილიკის თადარიგში დატოვება, გაუგებარი გადაწყვეტილებაა.

„ასეთი გოლის გაუქმება, წარმოუდგენელია, ეს რაღაც ახალი გამოცდილებაა. მსაჯობა გვერდზე გადავდოთ, „იუვენტუსი“ „სალერნიტანასთან“ 0:2 არ უნდა მარცხდებოდეს. ეს იყო გუნდი ხასიათის გარეშე. დასაწყისში 20 წუთი კარგი იყო, შემდეგ რაღაც არასწორად წავიდა და გუნდი დაიკარგა.

მილიკის თადარიგში დატოვა ჩემთვის მოულოდნელი არჩევანი იყო. როდესაც გაუმჯობესებაზე ვსაუბრობთ, ალეგრიც უნდა გაუმჯობესდეს. რადგან თუ ის კინს ძირითადში აყენებს და მილიკს სკამზე ტოვებს, ეს ნიშნავს, რომ ვერაფერს ხვდება. ახლა ჩემპიონთა ლიგაა და გუნდს შანსი აქვს, სიტუაცია გამოასწოროს, „ბენფიკასთან“ გამარჯვებაა საჭირო. მაგრამ გუნდს მოედანზე უფრო მილიკი სჭირდება, ვიდრე კინი.

მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი აზრით, სეზონს „იუვენტუსი“ პირველ პოზიციებზე დაასრულებს. როდესაც პოგბა, დი მარია და კიეზა დაბრუნდებიან, ტოპგუნდი იქნება. პარედესი გონიერი ფეხბურთელია, ამიტომ „იუვენტუსს“ პირველ პოზიციებზე ვხედავ“, – თქვა მოჯიმ.

შემთხვევითი სიახლე

პოლ პოგბამ სირბილი დაიწყო

პოლ პოგბამ სირბილი დაიწყო. ეს მხოლოდ პატარა დადებითი სიგნალია მისი დაბრუნებისკენ, თუმცა ჯერ თამაშის დაწყებამდე …

მილიკმა ვარჯიში გამოტოვა და “მაკაბისთან” თამაში საეჭვოა

ტურინის „იუვენტუსს“ ჰაიფას „მაკაბისთან“ შესაძლოა არკადიუშ მილიკი ვერ დაეხმაროს. პოლონელმა ფორვარდმა დღეს გუნდის ვარჯიში გამოტოვა …