ლუჩანო მოჯიმ „იუვენტუსს“ „ტორინოს“ ცენტრალური მცველის, გლეისონ ბრემერის ყიდვა ურჩია. როგორც მან აღნიშნა, ბრაზილიელი ჯორჯო კიელინის იდეალურად შეცვლის.
„ბრემერი საუკეთესო ფეხბურთელია იტალიის ჩემპიონატში თავის პოზიციაზე, რომლის გაძლიერება „იუვენტუსს“ კიელინის წასვლის შემდეგ დასჭირდება. ჯორჯო დაცვის ძლიერი მხარე იყო და საჭირო იქნება მისი თანაბარი სიძლიერის ფეხბურთელით ჩანაცვლება და მჯერა, რომ ბრემერი სწორი არჩევანი იქნება“, – თქვა მოჯიმ.
შეგახსენებთ, რომ იტალიური მედიის ცნობით, ჯორჯო კიელინი „იუვენტუსს“ მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს.