ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ „სამპდორიასთან“ (3:1) დუბლის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ესპანელმა ფორვარდმა აღნიშნა, გუნდში ატმოსფერო სეზონის დასაწყისთან შედარებით შეიცვალა.
„სეზონის დასაწყისთან შედარებით განსხვავებული ჰაერია. ახლა ყველა ველოდებით ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნებას. ზამთრის შესვენებიდან დაბრუნების შემდეგ ალეგრისთან ვისაუბრე და თავი ისევ მნიშვნელოვან ფეხბურთელად ვიგრძენი. როდესაც მწვრთნელი თავდაჯერებად განიჭებს, უნდა გაძლიერდე და ყველაფერი გაიღო.
მომავალი ჩემზე არაა დამოკიდებული. ბევრჯერ მითქვამს, რომ დარჩენა მინდა და თუ აქ არ ვიქნები, „იუვეს“ პირველი გულშემატკივარი ვიქნები. საჭიროა ბევრი მუშაობა და ტიტულების მოგება.
საჭიროა თავდადება. „იუვე“ დიდი გუნდია და ყველა პოზიციაზე თამაში უნდა იცოდე. ვამაყობ, რომ აქ ვარ. სკუდეტო? რთული სეზონი იყო, განსაკუთრებით დასაწყისში. ახლა უნდა ვიმუშაოთ და ვიფიქროთ ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, – თქვა მორატამ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 16 მარტს, ჩემპიონთა ლიგაზე „ვილიარეალს“ დაუპირისპირდება.