ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ ესპანეთისა და ისლანდიის ამხანაგურ მატჩში დუბლი შეასრულა და მატჩის შემდეგ იტალიის ნაკრების მუნდიალს მიღმა დარჩენაზე გააკეთა კომენტარი.
როგორც მან თქვა, იტალიის გარეშე ნამდვილი მსოფლიოს ჩემპიონატი არაა, თუმცა, დარწმუნებულია, რომ იტალიას ძალიან ნიჭიერი თაობა ჰყავს, რომელიც თავის სიტყვას მომავალში იტყვის.
„სიმართლე ისაა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი იტალიის გარეშე, ნაკლებად არის მსოფლიოს ჩემპიონატი. ოჯახის გარდა, ბევრი იტალიელი მეგობარი და თანაგუნდელი მყავს. ყოველთვის საუკეთესოს ვუსურვებ მათ. ვერასოდეს წარმოვიდგენდი მსოფლიოს ჩემპიონატს იტალიის გარეშე, მაგრამ ვფიქრობ, რომ მათ შესანიშნავი თაობა ჰყავთ, ახალგაზრდები, რომელიც ძალიან ნიჭიერები არიან და დარწმუნებული ვარ, მნიშვნელოვანი მომავალი ელოდებათ“, – თქვა მორატამ პრესკონფერენციაზე.