ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა დღეს მენისკზე ოპერაციას გაიკეთებს.
ფრანგმა ფეხბურთელმა ტრავმა ივლისში მიიღო, მაგრამ ოპერაციას კონსერვატიული მკურნალობა არჩიეს, რამაც შედეგი არ გამოიღო, შესაბამისად, ეს 5 კვირა, რომელიც მან ლაზარეთში გაატარა, უქმად დაიკარგა.
პოგბამ გუშინ და დღეს ივარჯიშა, თუმცა ტკივილს გრძნობდა, რის გამოც ოპერაციის გაკეთება გადაწყდა. იტალიური მედიის ცნობით, პოგბას მოედანზე დაბრუნების თარიღი უცნობია, სავარაუდოდ 40-60 დღე გაუცდება, მაგრამ შეიძლება მოედანზე ახალ წლამდე ვერ დაბრუნდეს.
შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბამ დაბრუნების შემდეგ მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა, ისიც ამხანაგური და მას შემდეგ ტრავმირებულია.