მთავარი / სიახლეები / მირეტი: “მინდა, რომ “იუვესთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა მოვიგო”

მირეტი: “მინდა, რომ “იუვესთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა მოვიგო”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ფაბიო მირეტი ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატზე თამაშობს, სადაც დღეს იტალიის ნაკრები ნახევარფინალში ინგლისს შეხვდება.

18 წლის ფეხბურთელმა იტალიურ მედიასთან მცირე ინტერვიუში საუბარი ამ თემით დაიწყო, შემდეგ კი „იუვენტუსსა“ და საკუთარ თავზეც ილაპარაკა.

„ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატზე თამაში სასარგებლოა განვითარებისთვის, ეს საერთაშორისო ტურნირია. არასდროს დამიმალავს ამ ტურნირზე თამაშის სურვილი და მადლობას ვუხდი „იუვეს“, რომ მონაწილეობის უფლება მომცა, მიუხედავად იმისა, ტომ შეჯიბრი ფიფას კალენდრით გათვალისწინებულ თარიღებში არ ტარდება. ალეგრის რჩევა? ის მაძლევს რჩევებს, განსაკუთრებით დაცვით ფაზაში თამაშის კუთხით და უბურთოდ მოძრაობაზე.

ჩემი კუმირი დე ბრუინია, მინდა, ისე ვითამაშო, როგორ სტილშიც ის თამაშობდა. ბავშვობაში ნედვედით ვიყავი აღფრთოვანებული, თუმცა მან ეს არ იცის, არ მითქვამს, რადგან შემრცხვებოდა. პოგბა? აკადემიის ყველა ფეხბურთელისთვის მისაბაძი იყო და მისი თამაშის სანახავად სტადიონზე დავდიოდით. ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელია, რომლისთვისაც მთავარი გუნდია.

ოცნებები? ახლა მინდა, რომ ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატი მოვიგო. „იუვენტუსში“ დებიუტი მქონდა, კიდევ ერთი ოცნება კი „ბიანკონერიში“ ჩემპიონთა ლიგის მოგებაა“, – თქვა მირეტიმ.

შეგახსენებთ, რომ ფაბიო მირეტის, რომელიც „იუვეს“ აკადემიის აღზრდილია, მთავარ გუნდში დებიუტი გასულ სეზონში ჰქონდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …