რომის „ლაციოს“ ფეხბურთელმა სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა განაცხადა, რომ ალექს სანდროს ხელი ნამდვილად უბიძგა, მაგრამ ჯარიმა არ იყო.
„მცირედით ხელი ვუბიძგე, მაგრამ დიდი ბიძგი არ ყოფილა, ისეთი არა, როგორც წაიქცა. ეს მსაჯსაც ვუთხარი. VAR-მა გადაწყვიტა, რომ ჯარიმა არ იყო, საკამათოც აღარაფერია“, – თქვა სერბმა ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ მსაჯმა სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის გოლი საკამათო სიტუაციაში ჩათვალა, „იუვემ“ კი „ლაციოსთან“ 1:2 წააგო.