მთავარი / სიახლეები / მაურიციო არივაბენე ვლაჰოვიჩზე, დიბალაზე, რონალდუზე…

მაურიციო არივაბენე ვლაჰოვიჩზე, დიბალაზე, რონალდუზე…

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა დირექტორმა მაურიციო არივაბენენ იტალიურ გაზეთ Corriere Dello Sport-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც მან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

არივაბენემ დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე, კრიშტიანუ რონალდუს წასვლასა და პაულო დიბალასთან კონტრაქტის შესახებ შექმნილ ვითარებაზე გააკეთა კომენტარი.

– კარგად გეძინათ?

– მეძინა, მაშინაც კი, თუნდაც ეს ღამეში 4-5 საათი იყოს. წაგებას თუ შევეგუე? მე ძალიან პრაგმატული ადამიანი ვარ და ტყუილებს არ ვამბობ. ამ სეზონში მიზანი მერვედფინალში გასვლა და ჩემპიონატში ოთხეულში მოხვედრა იყო. პირველი მიღწეულია, მეორეს თამაშიდან თამაშამდე უნდა მივაღწიოთ. გავარდა აბსოლუტურად არასასიამოვნო იყო, მაგრამ ეს იოტის ოდენადაც არ ცვლის ჩვენს გეგმებს. ერთი თავი იხურება და მეორე იხსნება, კლუბი ორიენტირებულია სამწლიან გეგმაზე, სამწლიან პროექტზე. ფინანსური ასპექტები უნდა შეესაბამებოდეს სპორტულს, მოედანზე მიღწეულ შედეგებს. არასდროს არაფერი გვითქვამს განსხვავებული, გასული ზაფხულიდან მოყოლებული.

– როდესაც ჯერ კიდევ აქ იყო რონალდუ…

– პირველ დღეებში, როცა ვხედავდი, როგორ გადიოდა მოედანზე დარწმუნებული ვიყავი, რომ რჩებოდა. მოგვიანებით მან სხვა ზრახვები გამოავლინა და კარგად ვიცით, საბოლოოდ რაც მოხდა. მე პირველ რიგში „იუვეს“ გულშემატკივარი ვარ, ვიცი სიმწარის გემო, რასაც სხვები მეორე მხრიდან განიცდიან, მე ჩემს ტყავზე განვიცადე. ახლა, როცა აქ ვარ, ჩემი პოზიციისა და პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, სხვაგვარად ვრეაგირებ. მაშინ კი, როცა მატჩზე ვარ, ემოციებს არ გამოვხატავ, ყველაფერს შიგნით ვინახავ და ჩემს ბუნებას ვღალატობ.

– ნედვედისგან განსხვავებით…

– პაველი უფრო ინსტიქტურია, ის ემოციებს არ იკავებს. „იუვეში“ სტრუქტურა შეიცვალა, ჩვენ არ არა აღსადგენად, არამედ ასაშენებლად ვართ. მე ნედვედი, კერუბინი და ალეგრი. ბუნებრივია, ანდრეა ანიელის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელიც მთლიანად „იუვენტუსით“ ცხოვრობს. ის შტაბ-ბინაში დილის 8-ის ნახევარზე მოდის და ჩვეულებრივ, ამ დროს მხოლოდ მე და ის ვართ. მივდივარ მხოლოდ მაშინ, როცა ბნელდება.

– გულშემატკივრებს სურთ იცოდნენ, რომ ზაფხულიდან ნამდვილი „იუვე“ დაბრუნდება…

– ჩვენ ფეხბურთს ვთამაშობთ, ფინანსური ასპექტი ვერ აფერხებს სპორტულ ასპექტს. ვლაჰოვიჩი და ზაკარია ამ სეზონში გავიფორმეთ, მაგრამ უპირველეს ყოვლისა მომდევნო სეზონისთვის. იანვარში ამ ტრანსფერების გაკეთებას აშკარა მიზეზები ჰქონდა. დუშანის შეძენა ზაფხულში უფრო მეტ გუნდს ენდომებოდა და ვფიქრობდით, რომ ესპანურ და ინგლისურ გუნდებს კონკურენციას ვერ გავუწევდით. გადავამოწმეთ იყო თუ არა, შესაძლებელი მისი დაუყოვნებლივ გაფორმება, ოფიციალური შეთავაზება გავაკეთეთ, რის შემდგომაც „ფიორენტინამ“ და აგენტებმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთეს. ვლაჰოვიჩს მხოლოდ „იუვეში“ მოსვლა უნდოდა. არ არის მართალი, რომ მის აგენტებთან შეთანხმებას კლუბის გვერდის გავლით მივაღწიეთ. ეს ცრუ ინფორმაციაა. ჩვენ წესები დავიცავით. რაც შეეხება დიბალას, მართალია, მასთან ოქტომბერში შეთანხმებას მივაღწიეთ, მაგრამ შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. გვქონდა 400 მილიონი ევროს ინვესტიცია, რომელიც საჭირო იყო ბალანსის დასაფიქსირებლად და არა სატრანსფერო ბაზრისთვის. ახალ შეფასებებს ოთხ ფაქტორზე დაყრდნობით ვაკეთებთ: ტექნიკური ასპექტი, მატჩების რაოდენობა, კონტრაქტის ხანგრძლივობა და ფეხბურთელის ეკონომიკური ღირებულება. მწვრთნელს სურდა, რომ გუნდი თამაშზე ყოფილიყო ორიენტირებული და ამიტომ გადაიდო გასულ კვირაში შეხვედრა. ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, ვნახოთ, რა იქნება.

შემთხვევითი სიახლე

“იუვენტუსმა” იანვარში შესაძლოა დანიელი მცველი დაიმატოს

ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა ბერგამოს „ატალანტასა“ და დანიის ნაკრების განაპირა მცველი იოაკიმ მაეჰლე დაიმატოს. 25 წლის …

რაბიო: “შეიძლება “იუვეში” დავრჩე ან წავიდე, ჯერ დრო მაქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ადრიენ რაბიომ ფრანგულ მედიასთან თავის მომავალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არაფერს გამორიცხავს …