ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჯანფრანკო მატეოლიმ, რომელმაც „კალიარიში“ ნიკოლო ბარელა აღმოაჩინა და დიდ ფეხბურთში გზა გაუხსნა, მანუელ ლოკატელი შეაქო.
როგორც მან განაცხადა, ლოკატელი ძალიან მოსწონს და შესანიშნავი თვისებები აქვს.
„ლოკატელი ძალიან მომწონს, მან აჩვენა თავისი ძალა, მიუხედავად იმისა, რომ „იუვეს“ მაისურის ტარება ძალიან რთულია. მან მოუმატა, შესანიშნავი თვისებები აქვს, რომლებიც არტურთან ერთად თამაშსაც კარგად უხდება. ბრაზილიელი უფრო რეჯისტაა, მაგრამ ერთმანეთს კარგად ავსებენ, ლოკატელი მოქნილი ფეხბურთელია“, – თქვა მატეოლიმ.