მთავარი / სიახლეები / მანჩინი: “ჩემს დროს იტალიას ბევრი დიდი ფეხბურთელი ჰყავდა, დღეს ასე არაა”

მანჩინი: “ჩემს დროს იტალიას ბევრი დიდი ფეხბურთელი ჰყავდა, დღეს ასე არაა”

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ იტალიური ფეხბურთის პრობლემებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, იტალიაში ამჟამად დიდი ფეხბურთელები არ არიან, როცა წლების წინ განსხვავებული მდგომარეობა იყო.

„ნაკრებში ოთხი წლის წინ მივედი და იმედი მქონდა, რომ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოჩნდებოდა, რაც სამწუხაროდ არ მოხდა. პრიმავერადან მთავარ გუნდში მოთამაშეების გადასვლას დრო სჭირდება. ამ ოთხი წლის განმავლობაში კი ამ კუთხით ცოტა რამ მოხდა.

როცა მე ახალგაზრდა ვიყავი, ნიჭიერი ფეხბურთელები თვეში ერთხელ კოვერჩანოში დადიოდნენ. ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა იგივე არ ხდება. ფეხბურთი დამარცხებებისგანაც შედგება და ამას უნდა შევეგუოთ, მაგრამ იტალიელი ფეხბურთელების 30%-მდე დაცემა ძალიან დაბალი მაჩვენებელია. იტალიურ ფეხბურთს ყოველთვის ჰყავდა ბევრი დიდი ფეხბურთელი, ზოგჯერ, ძალიან ბევრიც კი, დღეს სხვაგვარი ვითარებაა.

პლეი-ოფი სერია A-ში, რეალური სათამაშო დრო და ვიდეორეფერის მოთხოვნით გამოყენება? ვფიქრობ, სიახლეების გამოცდა შეიძლება. ეს შესაძლებელია და ვნახოთ, მოიტანს თუ არა, სარგებელს“, – თქვა მანჩინიმ.

შეგახსენებთ, რომ ივნისში იტალიის ნაკრები ხუთ მატჩს ჩაატარებს, ორჯერ გერმანიას, თითოჯერ კი არგენტინას, ინგლისსა და უნგრეთს შეხვდება.

შემთხვევითი სიახლე

ბუფონი: “იუვე” სეზონის განახლების შემდეგ შეიძლება შეუჩერებელი იყოს”

„პარმას“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნების შემდეგ მასიმილიანო …

ფილიპ კოსტიჩი სერია A-ში ნოემბრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ფილიპ კოსტიჩი იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ სერია A-ში ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. …