მთავარი / სიახლეები / მანჩინი: “იტალიის ნაკრებში ცვლილებები იქნება”

მანჩინი: “იტალიის ნაკრებში ცვლილებები იქნება”

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ არგენტინასთან მარცხის (0:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან ცვლილებები დააანონსა და აღნიშნა, რომ გუნდში ამიერიდან რაღაცებს შეცვლის.

„პირველ ტაიმში ორი შეცდომა დავუშვით და ორი გოლი გავუშვით, მანამდე თანაბარი თამაში იყო. არგენტინა ჩვენზე უკეთესი იყო. მათ თამაში ისე წარმართეს, როგორც სურდათ. მეორე ტაიმში თამაშში დასაბრუნებლად გოლი გვჭირდებოდა, მაგრამ ვერ შევძელით. გამოსავალი უნდა ვიპოვოთ, რადგან ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გოლის გატანა ძალიან გვიჭირს. იოლი არ იქნება ისეთი გუნდის შეკვრა, რომელიც მოკლევადიან პერსპექტივაში ისე გაგვახარებს, როგორც ეს ევროპის ჩემპიონატზე იყო.

რამდენიმე ფეხბურთელი ამ თამაშის შემდეგ შვებულებაში წავა, რადგან ისინი ამას იმსახურებენ. გვყავს ფეხბურთელები, რომლებმაც ბევრი ენერგია დახარჯეს ამ ორი წლის განმავლობაში, ამ მატჩის შემდეგ რაღაცები შეიცვლება.

ვიცით, რომ ბევრი სირთულე იქნება და თავიდან დაწყება უფრო რთული იქნება, რადგან გვყავს ახალგაზრდები, რომლებიც სერია A-შიც კი არ თამაშობენ. ენთუზიაზმი ისევ მაქვს, გვექნება ისეთი რთული მომენტები, როგორიც დღევანდელი საღამო იყო. ნაკრებში უფრო მეტი ახალგაზრდის ინტეგრირება უნდა მოხდეს“, – თქვა მანჩინიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ახლა ერთა ლიგის გათამაშებაში ჩაერთვება, სადაც ორჯერ გერმანიას, თითოჯერ კი ინგლისისა და უნგრეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ანტონიო კონტე ტურინში შენიშნეს, მას “იუვეს” უკავშირებენ

იტალიელი ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი იტყობინება, რომ ანტონიო კონტეს „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელად განიხილავენ. კონტე ორი დღის …

რანიერი: “იუვეს” ფეხბურთელებს თამაშის სიხარული არ აქვთ”

„იუვენტუსის“ შესახებ კომენტარი კლაუდიო რანიერიმ გააკეთა და განაცხადა, რომ ფეხბურთელებს თამაშის სიხარული არ ეტყობათ. „რაც …