ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის ადრიენ რაბიოს „მანჩესტერში“ ტრანსფერი ჩაშლის პირასაა.
იტალიური მედია იტყობინება, რომ ინგლისურმა კლუბმა უკან მას შემდეგ დაიხია, რაც რაბიოს დედამ და ამავდროულად აგენტმა ხელფასის სახით ძალიან დიდი თანხა მოითხოვა.
ახლა ინგლისელები აქცენტს კაზემიროს ტრანსფერზე გააკეთებენ, თუმცა ამ შემთხვევაშიც ძნელად სავარაუდოა, რომ „რეალი“ ბრაზილიელს შეელიოს.
რაბიოს ტრანსფერზე „მანჩესტერი“ და „იუვენტუსი“ შეთანხმებული იყვნენ, მაგრამ ფეხბურთელის პირადი კონტრაქტი პრობლემა გახდა.
რაბიო თუ „იუვენტუსს“ არ დატოვებს, ეს სხვა მხრივაც პრობლემატური იქნება იტალიური გრანდისთვის, რადგან პსჟ-დან ლეანდრო პარედესის გადაბირებას ვერ შეძლებს.
შეგახსენებთ, რომ ადრიენ რაბიო „იუვემ“ 2019 წელს დაიმატა და მას შემდეგ ფრანგ ნახევარმცველს სტაბილური თამაში არ უჩვენებია.