ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში სტუმრად ჰაიფას „მაკაბისთან“ 0:2 წააგო. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
შჩესნი 4 – ატცილის თავურზე კარში ბურთთან ერთად შევარდა, მეორე გოლის დროს მომენტი ვერ წაიკითხა. მერე რამდენიმე დარტყმა მოიგერია, მაგრამ ეს ჩვეულებრივი მოვლენა უნდა იყოს.
დანილო 4 – დასაწყისში კორნო მის ფლანგზე იმას აკეთებდა, რაც უნდოდა.
კინი 5.5 – ძალიან ცოტა გააკეთა, მაგრამ სხვებივით იმედგამაცრუებელი არ იყო.
ბონუჩი 4 – ხელმძღვანელობს დაცვას, რომელსაც ყველა ნაწილში წყალი გასდიოდა.
რუგანი 4 – თითქმის 2-თვიანი უთამაშებლობის შემდეგ დაბრუნდა და ატცილი პირველ გოლზე თავზე გადაახტა.
ალექს სანდრო 4 – დაუსრულებელია მისი რეგრესი. ატცილის მეორე გოლზე თითქოს მოედანზეც არ იყო.
სულე შ.გ – მან ბოლო წუთები ითამაშა.
მაკკენი 4 – არ დარბის, ის სხვებს დასდევს – ბურთს, მეტოქეებს. წარმოუდგენელია.
კოსტიჩი 4 – კვალი ისევ ვერ დატოვა.
პარედესი 4 – მთელი ზაფხული მის ტრანსფერზე მუშაობდნენ. ისიც არის ამ გუნდის ამოუხსნელი საიდუმლოებებიდან ერთ-ერთი.
ლოკატელი 4 – ცუდი, როგორც სხვები, მაგრამ ის მოედანზე 0:2-ზე შევიდა.
რაბიო 4.5 – სულ ცოტათი უკეთესი სხვებზე, ეს საკმარისი არ არის.
კუადრადო 4 – ვერ თამაშობს ძველებურად და დაკარგა ბურთი, რამაც მეორე საგოლე შეტევა გამოიწვია.
დი მარია 4 – 24 წუთი პოზიციას ეძებდა, რომელიც ვერ იპოვა და მერე კუნთის პრობლემების გამო მოედანი დატოვა.
მილიკი 4 – პირველი ტაიმის ბოლოს აშკარა საგოლე მომენტი გაანიავა.
ვლაჰოვიჩი 4 – ერთი თავური დარტყმა ძალიან ცოტაა გოლის გასატანად, შემდეგ ქარის წისქვილთან ბრძოლა უწევდა, როგორც ამ სეზონში უმეტესწილად.
ალეგრი 4 – იუვეს სიამაყის ნაპერწკალიც აღარ შერჩა.