„უდინეზეს“ თავდამსხმელმა ფერნანდო ლორენტემ Tuttosport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და „იუვენტუსის“ შესახებ, სადაც ის ორი სეზონი თამაშობდა, ვრცლად და თბილად ისაუბრა. ესპანელი ფეხბურთელი რამდენიმე საინტერესო თემას შეეხლო.
აღსანიშნავია, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიური საუბარი იყო, რომ ლორენტე „იუვეში“ დაბრუნდებოდა, მაგრამ საბოლოოდ „ნაპოლიდან“ „უდინეზეში“ გადავიდა.
„ბევრს საუბრობდნენ „იუვენტუსში“ დაბრუნებაზე. შესაძლოა, „იუვეს“ მენეჯერებმა ეს მართლაც იფიქრეს, მაგრამ საბოლოოდ კონკრტული არაფერი ყოფილა.
კრიშტიანუ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა და ანდრეასთან საუკეთესო მოგონებები მაკავშირებს. ამიტომაც, ორივესთან სიამოვნებით ვიმუშავებდი. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, სიამოვნებით დავრუნდებოდი „იუვენტუსში“, რადგან ეს გუნდი ჩემი გულის ნაწილია. ტურინში ჩემი კარიერის საუკეთესო ორი წელი გავატარე, 5 ტიტული მოვიპოვე. თუმცა, უდინეშიც ძალიან ბედნიერი ვარ.
ანდრეა „იუვენტუსს“ ცვლილებების პერიოდში ხელმძღვანელობს. მიუხედავად სირთულეებისა, მისით ყველა კმაყოფილია. ხშირად მორატას და სხვა ყოფილ თანაგუნდელებს ვესაუბრები, ისინი პირლოზე ყოველთვის დადებითად საუბრობენ, ფეხბურთელები მასთან მუშაობით კმაყოფილები არიან.
სკუდეტო? „ინტერს“ დიდი უპირატესობა აქვს და კონტემ იცის როგორ იმუშაოს. ვფიქრობ, ძნელი იქნება ამ გუნდისთის ტიტულის დაკარგვა. თუმცა, ბევრი თამაშია დარჩენილი და სეზონი ჯერ კიდევ ღიაა.
სერია A-ში 9 წლის განმავლობაშ დომინირება წარმოუდგენელი რამეა და ვფიქრობ, არც განმეორდება. რაც შეეხება ციკლის დასრულებას, ვნახოთ, რა მოხდება, კარგად ვიცნობ „იუვეს“ გარემოს და არასდროს უნდა იფიქრო, რომ „იუვე“ მკვდარია!
მესმის, რომ ჩემპიონთა ლიგის შემდეგ კრიტიკაა, მაგრამ ის ადამიანები, ვინც კრიშტიანუ რონალდუს კლასს ეჭვქვეშ აყენებენ, გიჟებად მეჩვენებიან. მისი სტატისკა ყველაფერზე მეტყველებს. კრიშტიანუთი თამაშის დაწყება ნიშნავს, რომ 1:0-ს იგებ, მასთან ხუმრობა არ შეიძლება. მას ჯერ კიდევ ბევრი წლის წინ, ლისაბონის ახალგაზრდულ ტურნირზე შევხვდი, 12 წლის ასაკში. იმ ასაკშიც უკვე ძალიან ძლიერი იყო. „სპორტინგის“ ლიდერი იყო და იმ დღეს საუკეთესო მოთამაშის პრიზი მიიღო, მე ბილბაოს „ატლეტიკში“ ვთამაშობდი და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გავხდი.
პოგბას ტურინში დაბრუნება? დიდი ხანია პოლთან არ მილაპარაკია. რა თქმა უნდა, მინდა კიდევ ვიხილო „იუვეში“. ვფიქრობ, ეს მასაც მოეწონებოდა. „ბიანკონერიში“ შესანიშნავი წლები გაატარა, ალბათ, საუკეთესოც. ანიელი და დე ლაურენტისი რამეში თუ ჰგვანან ერთმანეთს? არა!“, – თქვა ლორენტემ Tuttosport-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ ფერნანდო ლორენტე „იუვენტუსის“ ღირსებას 2013-2015 წლებში იცავდა და 92 მატჩში 27 გოლის გატანა მოახერხა.