ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ფერნანდო ლორენტემ დუშან ვლაჰოვიჩსა და არკადიუშ მილიკზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ვლაჰოვიჩი ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი გახდება, ხოლო მილიკის ტრანსფერი მისთვის გასაკვირი არ ყოფილა.
„ვლაჰოვიჩი ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე ძლიერია. არ ვიცი, შეძლებს თუ არა ჰოლანდის დონეზე მიღწევას, რომელიც წარმოუდგენლად თამაშობს, მაგრამ რა თქმა უნდა, დუშანი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი გახდება.
მილიკის ტრანსფერი არ გამკვირვებია, რადგან, როდესაც „ნაპოლიში“ ერთად ვიყავით, ამაზე ვსაუბრობდით. არეკი უკვე ოცნებობდა „იუვენტუსში“ თამაშზე, მან რჩევა მკითხა და ვუთხარი: „იუვე“ გიჟური კლუბია, თუ შეთავაზება გექნება, მაშინვე თვითმფრინავის ბილეთები იყიდე და დათანხმდი“, – თქვა ლორენტემ.
შეგახსენებთ, რომ ფერნანდო ლორენტე „იუვენტუსში“ 2013-2015 წლებში თამაშობდა და 92 მატჩში 27 გოლი გაიტანა.