მთავარი / სიახლეები / ლოკატელი: “ფაჯოლის და მირეტის “იუვეს” დნმ აქვთ”

ლოკატელი: “ფაჯოლის და მირეტის “იუვეს” დნმ აქვთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა მანუელ ლოკატელიმ „პარი სენ ჟერმენთან“ მატჩის (1:2) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, გუნდმა კარგად ითამაშა და ახლა მიზანი ევროპა ლიგის მოგება იქნება.

„წავაგეთ და ბოლომდე კმაყოფილები არ ვართ, მაგრამ რაც მოხდა, უკვე წარსულია. ახლა წინ ევროპა ლიგა გველოდება, რომელიც მნიშვნელოვანი ტურნირია. ფაჯოლი და მირეტი? ისინი მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან და „იუვეს“ დნმ აქვთ.

ჩემი საუკეთესო თამაში „იუვეში“? შეფასებებს თქვენ აკეთებთ, მე მწვრთნელთან და გუნდთან ვსაუბრობ. თავს კარგად ვგრძნობ, კარგად ვითამაშეთ, მათ შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ და პირველივე მომენტიდან გოლი გაიტანეს. ვწუხვართ, რომ ჩემპიონთა ლიგას გამოვეთიშეთ, მაგრამ ეს გვერდი უნდა გადავშალოთ და ევროპა ლიგაზე ვიფიქროთ, როგორც მოსაგებ ტურნირზე. იმედგაცრუება დიდია, ახლა მიზნად ევროპა ლიგას ვისახავთ და ვეცდებით, რომ მისი მოგებით ეს წარუმატებლობა გამოვისყიდოთ.

დღეს მოედანზე ყველა კარგად ვმოძრაობდით, გულით ვითამაშეთ და ეს არის საიდუმლო. „ინტერთან“ მატჩი? ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ, „ინტერთან“ დიდებული თამაში იქნება, რომლის ბედს ეპიზოდები გადაწყვეტს“, – თქვა ლოკატელიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 6 ნოემბერს, შინ „ინტერთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ბონუჩი: “იუვენტუსი” 7-თავიანი დრაკონია”

ლეონარდო ბონუჩიმ სოციალურ ქსელში „იუვენტუსის“ დასჯის შემდეგ კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა. მან ინსტაგრამსთორიში დაწერა, რომ …

კასანო: “სხვა კლუბებიც უნდა დასაჯონ, წესი ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ „იუვენტუსი“ დაიცვა. როგორც მან თქვა, კანონი ყველა კლუბისთვის ერთნაირი უნდა …