ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა მანუელ ლოკატელიმ „ლაციოსთან“ მატჩის (3:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გუნდმა სწორი მენტალიტეტი იპოვა და ყველა ფეხბურთელი მოედანზე ერთმანეთისთვის იბრძვის.
„ვთქვი, რომ ფაქტებით უნდა ვისაუბროთ და ეს არის ის, რასაც ახლა ვაკეთებთ. სეზონის დასაწყისიდან ძალიან ბევრს ვლაპარაკობდით და ახლა ვიპოვეთ სწორი მენტალიტეტი, ასე უნდა გავაგრძელოთ. ცხადია, რომ წინ უნდა ვიყუროთ, ვითამაშოთ ჩვენი თამაშები და გავაგრძელოთ ასეთი დამოკიდებულება. მიდგომა სეზონის დასაწყისთან შედარებით შეიცვალა? დიახ, ახლა ყველა ბურთისთვის ვიბრძვით, თანაგუნდელები ერთმანეთისთვის ვთამაშობთ და ეს არის გამარჯვების საიდუმლო.
ალეგრიმ თქვა, რომ 100%-ით მზად არ ვიყავი, მაგრამ მოედანზე ასე ჩანდა? საზარდულის პრობლემა მქონდა, მაგრამ გავუძელი. დღეს ბოლო მატჩი იყო და ამიტომ ასე თამაში საჭირო გახლდათ. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი თამაშით. შესვენება კარგია „იუვესთვის“ თუ არა? ცხადია, რომ ახლა კარგ ფორმაში ვართ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ალიბი, უნდა დავბრუნდეთ ენერგიულები, მომზადებულები და რამდენიმე ტრავმირებული მოთამაშეც დაგვიბრუნდება. ეს მნიშვნელოვანია, რადგან დიდი გუნდი ვართ“, – თქვა ლოკატელიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ სერია A-ში ზედიზედ 6 მატჩი გოლგაუშვებლად მოიგო და 31 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 4 იანვარს, სტუმრად „კრემონეზეს“ დაუპირისპირდება.