ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ემპოლისთან“ გამარჯვების (4:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გუნდმა სწორი დამოკიდებულებით ითამაშა.
„მჯერა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო დამოკიდებულება, როცა ასე გადიხარ მოედანზე, აჩვენებ თვისებებს და ბუნებრივად თამაშობ. მეც კარგად ვითამაშე, ბედნიერი ვარ, ჩემგან ბევრი მოლოდინია და მინდა თანაგუნდელებსა და მწვრთნელს ნდობა დავუფასო. ჩვენ შესანიშნავი „იუვე“ ვნახეთ.
პარედესი? მოედანზეც და მოედანს მიღმაც ერთმანეთს კარგად ვუგებთ, მომწონს მასთან თამაში და ვფიქრობ, რომ კარგად თამაში შეგვიძლია. ფიზიკურად უკეთ ვართ, „ბენფიკასთან“ მოგებაზე ვფიქრობთ და ვნახოთ, რა იქნება.
ჩემი მეუღლე ორსულადაა, ეს მშვენიერია, ყველაზე ლამაზი რამ ცხოვრებაში. ჯერ კიდევ არ ვიცი ბიჭია თუ გოგო, არ მინდა, წინასწარ გავიგო“, – თქვა ლოკატელიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად „ბენფიკასთან“ გამართავს.