ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ პოლ პოგბას შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ფრანგით ჯერ კიდევ მაშინ იყო აღფრთოვანებული, როცა ის „იუვეში“ 2012-2016 წლებში თამაშობდა.
„პოგბას პირადად აქამდე არ ვიცნობდი, მაგრამ დადებითი სიურპრიზი იყო, რადგან მან გუნდში დიდი ენთუზიაზმი მოიტანა და გუნდს ეს სჭირდებოდა. ჩემთვის ის აბსოლუტური ჩემპიონია, სუფთა ტალანტი, წარმოუდგენელი ფიზიკური უნარებით და დიდი ხარისხით. მისით მაშინაც აღფრთოვანებული ვიყავი, როცა „იუვეში“ ადრე თამაშობდა, ახლა მისი თანაგუნდელობა მშვენიერია და ეს მეამაყება. ამჟამად პოლს გადატვირთვა სჭირდება, მაგრამ ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ მას დავეხმაროთ, საუკეთესო პირობებში ჩავაყენოთ, რათა ისე ითამაშოს, როგორც „იუვეში“ ადრე თამაშობდა.
ჩემი ბავშვობის მეგობრებზე ძალიან მიჯაჭვული ვარ, როცა შემიძლია ყოველთვის ვბრუნდები იქ, სადაც დავიბადე, სადაც ჩემი მეგობრები და მშობლები ცხოვრობენ“, – თქვა ლოკატელიმ.