ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი მანუელ ლოკატელი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია “იუვეს” ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
ლოკატელი ახლა იტალიის ნაკრებს შეკრებაზე შეუერთდება და დღეს ცხადია ჩრდილოეთ მაკედონიასთან ვერ ითამაშებს, თუმცა თუ “სკუადრა აძურა” ფინალში გავა, რობერტო მანჩინის განკარგულებაში იქნება.
შეგახსენებთ, რომ ლოკატელის კორონავირუსი ზუსტად 1 კვირის წინ დაუდასტურდა. “იუვენტუსი” მომდევნო მატჩს 3 აპრილს, “ინტერთან” ჩაატარებს.