მთავარი / სიახლეები / ლოკატელი: “იუვე” – დიდი სიყვარულის ისტორია”

ლოკატელი: “იუვე” – დიდი სიყვარულის ისტორია”

ტურინის „იუვენტუსის“ ახალწვეულმა მანუელ ლოკატელიმ სოციალურ ქსელში „იუვენტუსის“ შესახებ პირველი პოსტი გამოაქვეყნა. მან დაწერა, რომ როგორც იქნა, ოცნება აუხდა.

„იუვე“. დიდი სიყვარულის ისტორია. ჩემი ბავშვობის ოცნება. მიზანი, რომლისკენაც ყოველთვის ვისწრაფოდი. „იუვე“ აქ არის. როგორც იქნა“, – დაწერა სოციალურ ქსელში მანუელმა.

მანუელ ლოკატელი „სასუოლოში“ 2018 წლიდან თამაშობდა და 99 მატჩში თავი 7 გოლუთ და 11 საგოლე პასით გამოიჩინა. მან ფეხბურთის თამაში „ატალანტას“ აკადემიაში დაიწყო, მერე „მილანში“ გადაინაცვლა, რომლის მთავარ გუნდში 63 თამაშში 2 გოლი გაიტანა (ერთი „იუვენტუსის“ წინააღმდეგ).

2020 წელს მანუელს იტალიის ნაკრებში ჰქონდა დებიუტი და მას შემდეგ 15 შეხვედრაში მეტოქეები სამჯერ დაამწუხრა (2 გოლი გაიტანა ევრო 2020-ზე) და ერთი თვის წინ ევროპის ჩემპიონი გახდა.

 

 

View this post on Instagram

 

A post shared by Manuel Locatelli (@locamanuel73)

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …