ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ განაცხადა, რომ მთავარი მიზანი სკუდეტოს მოგებაა. გარდა ამისა, მან ალესანდრო დელ პიეროს სიტყვებზეც გააკეთა კომენტარი, რომელმაც მანუელი შეაქო.
„არ ვმალავთ, რომ ჩვენი მთავარი მიზანი სკუდეტოს მოგებაა და ამ მიმართულებით ვმუშაობთ, გვინდა თასი აღვმართოთ და ამის გაკეთება შეგვიძლია. შესანიშნავი ჯგუფი ვართ, ყველა ყურადღებით მივყვებით ალეგრის მითითებებს. რამდენიმე შესანიშნავი ტრანსფერი გავაკეთეთ და ძალიან ბედნიერები ვართ.
დელ პიერომ შემაქო? ეს ძალიან დასაფასებელი სიტყვებია, რაც ჩემთვის დიდ სტიმულს წარმოადგენს. „იუვენტუსი“ იმიტომ ავირჩიე, რომ ამბიციური კლუბია. ვიცი, რა არის ჩემი პასუხისმგებლობა და თავს შესანიშნავად ვგრძნობ თანაგუნდელებთან ერთად. ჩემი გუნდის გუნდში გადასვლა ძალიან ემოციური მომენტი იყო“, – თქვა ლოკატელიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ მანუელ ლოკატელი გასულ ზაფხულს „სასუოლოდან“ დაიმატა.