ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი მანუელ ლოკატელი გენუის „სამპდორიასთან“ საუკეთესო იყო. მან სადებიუტო გოლი გაიტანა, საგოლე პასიც გააკეთა და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა (3:2).
მანუელმა განაცხადა, რომ ეს თამაში არასდროს დაავიწყდება, რადგან „ალიანც სთედიუმზე“ გოლის გატანაზე ყოველთვის ოცნებობდა.
„ყველანი პასუხისმგებელნი ვართ, ყველამ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ და ერთმანეთს ვეხმარებით. საჭიროა გამარჯვება და მოვიგეთ. რასაც გასახდელში ვამბობთ, იქ რჩება და მწვრთნელის მითითებებს ვასრულებთ. გამარჯვება ფუნდამენტური იყო და ასე უნდა გავაგრძელოთ. სატურნირო ცხრილში წინ წავიწიოთ.
გოლი? ეს არის ემოცია, რომელიც არასდროს დამავიწყდება, რადგან ყოველთვის ვოცნებობდი ამაზე, განსაკუთრებით ამ სტადიონზე. მწვრთნელმა გვითხრა, რომ ქულების მოპოვება აუცილებელი იყო. გოლს ჩემს შეყვარებულს ვუძღნი, ჩემს ოჯახს და ყველა იუვენტინოს, რომლებიც ჩემდამი სიყვარულს ყოველთვის გამოხატავენ.
დიბალა? ვიმედოვნებ, რომ სერიოზული ტრავმა არ აქვს. ის დიდი ჩემპიონია და იმედი მაქვს, რომ მალე დაბრუნდება, რადგან ძალიან ძლიერია“, – თქვა ლოკატელიმ.
შეგახსნებეთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 29 სექტემბერს, ლონდონის „ჩელსისთან“ გამართავს.