ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ მანუელ ლოკატელის ზაფხულში „მანჩესტერ იუნაიტედი“ იწვევდა. ამის შესახებ ინფორმაცია იტალიურმა მედიამ გაავრცელა.
ლოკატელით ინგლისელები მას შემდეგ დაინტერესებულან, რაც ადრიენ რაბიოს ტრანსფერი ჩაიშალა. თუმცა, იტალიელმა ნახევარმცველმა ტურინული გრანდის დატოვებაზე უარი თქვა და შესაბამისად, მოლაპარაკებებიც არ დაწყებულა.
შეგახსენებთ, რომ მანუელ ლოკატელი „იუვენტუსში“ 2021 წლიდან თამაშობს და 49 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი.