ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელებმა მანუელ ლოკატელიმ და ვესტონ მაკკენიმ სათამაშო ნომრები შეიცვალეს.
ლოკატელი ამიერიდან 5 ნომრით ითამაშებს. ის გასულ სეზონში 27 ნომერი იყო. აღსანიშნავია, რომ 5 ნომერია არტური გახლდათ, რომელსაც გუნდი ჯერ არ დაუტოვებია, მაგრამ ფაქტია, კლუბის გეგმებში აღარ შედის.
ვესტონ მაკკენი, რომელიც აქამდე 14-ნომრიანი მაისურით ირჯებოდა, 8 ნომერი იქნება, რომელიც აარონ რემზის წასვლის შემდეგ გათავისუფლდა.
ახალწვეულმა ფილიპ კოსტიჩმა 17-ნომრიანი მაისური მოირგო, რომელიც ლუკა პელეგრინის განკარგულებაში იყო.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ანხელ დი მარიამ 22, ფედერიკო გატიმ 15, პოლ პოგბამ 10 და გლეისონ ბრემერმა 3 ნომერი აირჩიეს. ახალი ნომრები აქვთ დუშან ვლაჰოვიჩსა და ფედერიკო კიეზასაც – სერბი 9 ნომერია, იტალიელი კი – 7.
Nuovi numeri per #Locatelli e #McKennnie: il primo passa al 5️⃣, il secondo prende l’8️⃣. Confermato, invece, il 1️⃣7️⃣ per #Kostic ⚪️⚫️
— Romeo Agresti (@romeoagresti) August 13, 2022